თინა ბოკუჩავა - პერსონალური, ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები

ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის წინააღმდეგ არის პარანოიული ბოდვა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"ეს არის აბსურდი, ამგვარი ბრალდება ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის წინააღმდეგ არის პარანოიული ბოდვა. მაგრამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა არის ის, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების, რომლებიც გარდაუვალია, მას შემდეგ, რაც ისინი ვეტოს დაძლევენ.

სწორედ ამ კარს მომდგარი პერსონალური, ინდივიდუალური სანქციების ეშინიათ ივანიშვილს და მის გარემოცვას, რამაც გაამწვავა მათი პარანოიული შიშები და ამან განაპირობა კიდეც ეს განცხადებები, რომლებსაც ახლა ვისმენთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ევროკომისრისგან მუქარა გაჟღერდა.

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, – აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები