გიგა ბოკერია - ამ რეჟიმის ძალაუფლების ჩამოცილების გარდა საქართველოს სხვა გზა არ გააჩნია

სხვა გზა, გარდა ამ რეჟიმის ჩამოცილებისა ძალაუფლებიდან, საქართველოს არ გააჩნია, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა  ბოკერიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია ხოლმე, რომ არ ვიცი ხოლმე, რა უნდა ითქვას ამაზე და რა ვიცი, ხალხო, ვინც კი არის დარჩენილი კიდევ, ადამიანები, ვინც არ იყო დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ მოისმენთ იმ კაცისგან, ვისაც პრემიერ-მინისტრი ჰქვია და იცით, რომ ამის უკან კიდე უარესი პოლიტიკური ავადმყოფია ივანიშვილი, ვინც მართავს ამ ყველაფერს. რა ვიცი, სხვა გზა გარდა ამ რეჟიმის ჩამოცილებისა ძალაუფლებიდან, საქართველოს არ გააჩნია", - განაცხადა ბოკერიამ.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ევროკომისრისგან მუქარა გაჟღერდა.

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია“, – აღნიშნულია კობახიძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები