"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მოვლენების ასეთ განვითარებაზე რეაგირებისთვის ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ"

ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა, დაეძლია პრეზიდენტის ვეტო კანონზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უგულებელეყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რამაც გამოიწვია მკაფიო რეკომენდაცია ამ კანონის გაუქმების შესახებ, - ამის შესახებ ევროკომისიაში უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

"ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ამოქმედება იწვევს ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციას (დეზინფორმაციის შესახებ; პოლარიზაციას; ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ) ცხრა ნაბიჯიდან სულ მცირე სამში უკან დახევას და ეს უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. დინამიკის შესაცვლელად დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ ამისათვის საჭიროა მმართველი ხელისუფლების ძლიერი სურვილი.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მოვლენების ასეთ განვითარებაზე რეაგირებისთვის ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ.

ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და ვაღიარებთ მათი აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები