ეკა ბესელია - ამ იდეას არც სამართლებრივი რისკები ახლავს და არც პოლიტიკური

მე მომწონს ეს იდეა. რეფერენდუმი ყოველთვის ნიშნავს ხალხისთვის აზრის კითხვას. ამ იდეას არც სამართლებრივი რისკები ახლავს და არც პოლიტიკური, - ამის შესახებ  Front News-თან პარტია "სამართლიანობისთვის"  ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენდუმი ხალხის აზრის კვლევასაც ნიშნავს, რაც პოლიტიკური პროცესებისთვის კარგია.

"მე მომწონს ეს იდეა. რეფერენდუმი ყოველთვის ნიშნავს ხალხისთვის აზრის კითხვას და ხალხს უნდა ჰკითხო ყველაფერზე - რას ფიქრობს. რეფერენდუმს აქვს კონსტიტუციური ძალა, ამიტომ, თავისთავად, იდეა არის კარგი.

რაც შეეხება პროცესს, არ არის მარტივი პროცესი. პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლა უნდა ვაკეთოთ საქმე და ერთ-ერთ საქმედ თქვა, რომ უნდა შევაგროვოთ ხელმოწერები, რომ დავნიშნო რეფერენდუმი.

ამ პროცესს ახლავს ბევრი კარგი ფაქტორი - ამომრჩევლის მობილიზება, რეგიონებში გასვლა, საუბარი. ხელმოწერა თავისთავად პროცესია, დიალოგია ხალხთან, აზრის გამოკითხვაა და ეს არ შეიძლება იყოს ცუდი. არ შეიძლება ეს არ მოსწონდეთ პოლიტიკურ ჯგუფებს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ხალხს ეს მოსწონს და პრეზიდენტი ანგარიშს უწევს ხალხის განწყობას, იმიტომ რომ ეს არის მთავარი და რაც უფრო ხშირად ჰკითხავ აზრს ადამიანებს, მით უფრო აახლოებს პოლიტიკურ პროცესს და ამიტომაც ეს იდეა შესთავაზათ, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი.

ამ იდეას არც სამართლებრივი რისკები ახლავს და არც პოლიტიკური, იმიტომ, რომ თანახელმოწერა სჭირდება და ვინც უარს იტყვის თანახელმოწერაზე, მას ეკისრება ეს პოლიტიკური სიმძიმეც და პასუხისმგებლობაც", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები