რუმინეთის პრემიერი - რუმინეთი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

რუმინეთი უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამ სისტემამ ასევე შეიძლება დაფაროს რუმინეთის ტერიტორია, - ამის შესახებ რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ euronews-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, Patriot-ების გადაცემის საკითხი სპეციალისტებმა უნდა განიხილონ, რათა საუკეთესო გამოსავალი იპოვონ. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭო დაამტკიცებს.

"ასე რომ, წინადადება ამჟამად ანალიზის ეტაპზეა”, - აღნიშნა მან.

ამასთან, მან უარი თქვა ამ საკითხის დეტალების გამჟღავნებაზე, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ნატოს პარტნიორებთან ურთიერთობას და რუმინეთის უსაფრთხოებას.

"ვიცი, რომ ეს საინტერესო თემაა. მეც შევქმნიდი "ახალ ამბებს", მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ სიმწიფეს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი რამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება არ შეასუსტებს რუმინეთის უსაფრთხოებას“, - განაცხადა რუმინეთის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები