ფიქრია ჩიხრაძე - ასეთი ვიზიტები ემსახურება იმას, რომ გუნდის შიგნით არსებული მერყევი ელემენტები გაამხნეონ

ასეთი ვიზიტები ემსახურება იმას, რომ გუნდის შიგნით არსებული მერყევი ელემენტები გაამხნეონ, რომ სანქციების კუთხით რაც ხდება, რთული პერიოდია, მაგრამ ყველაფერი დამთავრებული არ არის, - ამის შესახებ  Front News-ს  "ლელოს" წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.

მისი თქმით, "ოცნებას" ნიღაბი ჩამოხსნილი აქვს და მათ მიმართ ილუზიები აღარავის აქვს.

"ქართული ოცნების" პოლიტიკა სრულად გაშიშვლდა. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავის ილუზია არ აქვს, რომ  "ოცნება " დემოკრატიულ, ევროპულ ძალას წარმოადგენს  და ყველამ იცის,  რომ ის რუსულ თამაშს თამაშობს. "ოცნება"  საქართველოში  პრაქტიკულად, რუსული ხელისუფლების გაგრძელებას წარმოადგენს.

ისინი ამგვარი ვიზიტებით ცდილობენ, გარკვეული დაბნეულობები გამოიწვიონ საზოგადოებაში ამ ორმაგი თამაშის ელემენტებით, მაგრამ მათთვის ნიღაბი ჩამოხსნილია და ყველა მათი ქმედება, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილ დროში გააკეთებენ არცერთ შემთხვევაში არ ემსახურება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის ინტერესებს.

ასეთი ვიზიტები ემსახურება იმას, რომ გუნდის შიგნით არსებული მერყევი ელემენტები გაამხნეონ, რომ სანქციების კუთხით რაც ხდება, რთული პერიოდია, მაგრამ ყველაფერი დამთავრებული არ არის", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ბერლინში 21 ივნისს მიღებას გამართავს.

უახლესი ამბები