ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია იტალიის სამხედრო აკადემიაში იმყოფებოდა

მიმდინარე წლის ივნისის თვეში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, იტალიის სამხედრო აკადემიაში, ქალაქ მოდენა იმყოფებოდა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს იტალიის სამხედრო აკადემიის რექტორმა გენერალ-მაიორმა დევიდ სკალაბრინმა  უმასპინძლა. გაიმართა გაცნობითი და სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა წარადგინეს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ასევე ისაუბრეს სხვადასხვა კვლევით მიმართულებებზე და განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

"აკადემიის ხელმძღვანელობის ასეთი ხასიათის სამუშაო ვიზიტები აღრმავებს ურთიერთობებს  აკადემიასა და საზღვარგარეთის ქვეყნების  უმაღლესი სამხედრო სასწავლებლებს შორის და ქმნის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობებს სამხედრო, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებით", - აცხადებენ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები