დიმიტრი ცქიტიშვილი - სრული ერთობა გამორიცხულია

სრული ერთობა გამორიცხულია. აქ არ არის ვიღაცის შიშის სინდრომი, ეს არის ის, რომ ვიღაცა ვიღაცას არ პატიობს იმას, რაც მისი პოლიტიკური წარსულია. როგორ ვიფიქრო, რომ რეალისტურია ეს გაერთიანება, მაშინ როცა თუნდაც "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარემ დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სრული გაერთიანება გამორიცხულია, რადგან არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მოქალაქეებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

"ნაციონალური მოძრაობა" მეტისმეტად ღია და საჯარო სივრცეში ფორსირებს იმას, რისი გაკეთებაც მარტო უნდა, ეს თავისთავად არ არის სწორი. მე მგონია, რომ თუ რამე კონსულტაციებია და თუ რამე შეხებისა და გადაკვეთის გზები არსებობს, უნდა მოიძებნოს ჯერ დახურულ სამუშაო სივრცესა და ვითარებაში და მას შემდეგ, როგორც კი გამოჩნდება კონკურენტი გარკვეული კოალიციების, შემდეგ არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი საჯარო განხილვის საგანი გახდეს. 

მე, როგორც ამომრჩეველმა, როგორ ვიფიქრო, რომ რეალისტურია ეს გაერთიანება, მაშინ როცა თუნდაც "ნაციონალური მოძრაობა" გაიყო, მისი თავმჯდომარე წავიდა.  

სრული ერთობა გამორიცხულია. აქ არ არის ვიღაცის შიშის სინდრომი, ეს არის ის, რომ ვიღაცა ვიღაცას არ პატიობს იმას, რაც მისი პოლიტიკური წარსულია. ჩემთვის, როგორც რიგითი ამომრჩევლისთვის, უპატიებელია ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" განახორციელა", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები