ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეს არის "ქართული ოცნების" და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა

ეს არის "ქართული ოცნების" და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს ამ რუსული ძალის მოღალატეობრივ ბუნებას, - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

"უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის "ქართული ოცნების" და რუსეთის ერთობლივი პროპაგანდა, მათ შორის ისინი კვლავ უბრუნდებიან იმ თემას, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის და რაც ყველაზე მეტად აწყობს კრემლს. ეს არის ის, რომ ისევ და ისევ დადანაშაულებული იქნეს საქართველო, ჩვენი პარტნიორები - ევროკავშირი, შეერთებული შტატები. ასეთი პროპაგანდა არაერთხელ მოგვისმენია და ნათლად ავლენს "ქართული ოცნების" ბუნებას. ისინი ამ გზავნილით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამ გზავნილით ასრულებენ ხელისუფლებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს ამ რუსული ძალის მოღალატეობრივ ბუნებას", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

"ხალხის ძალამ" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას ქართველი ხალხის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი უწოდა და განაცხადა, რომ ელჩმა წითელი ხაზი გადაკვეთა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები