პატრიარქი - გთხოვთ ყველას, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის

სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს.

"გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს!

გვიახლოვდება საეკლესიო ცხოვრების მეტად მნიშვნელოვანი დღეები: შაბათს, 22 ივნისს, არის მიცვალებულთა გამორჩეულად დიდი დღე, - სულის შაბათი.

კვირას ვიზეიმებთ ამ ქვეყნად ეკლესიის დაარსების დღეს, სულთმოფენობას, იგივე მარტვილიას და აჭარაში ქრისტესთვის წამებულთა ხსენებას.

ორშაბათიდან კი იწყება სულიწმიდის კვირეული შაბათის ჩათვლით.

გილოცავთ! და გთხოვთ ყველას, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის.

სულიწმიდის მადლი და ჩვენს დიდებულ წინაპართა მეოხება არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ თქვენგანს, ამინ!" - აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები