ჯიმ ო’ბრაიენი - საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებზე

საქართველო და ყველა პარტნიორი ქვეყანა მოწვეული იქნება ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.

"ჩვენ ძალიან გვაწუხებს "ქართული ოცნების" ძალიან მცირე რაოდენობის ლიდერის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85 პროცენტს სურს ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაცია. ჩვენ ვნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ახლახან თქვა, ისინი მოელიან, რომ მათი ბოლო ქმედებები საფრთხეს არ შეუქმნის ამ გზას. ჩვენ შევეცადეთ, ვყოფილიყავით ძალიან მკაფიო და ვფიქრობ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დღეს ნათლად განაცხადა, რომ ბოლო ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის ფიგურების მიმართ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვის მსგავსი უცხოელი აგენტების კანონი, გადაწყვეტილება ჩინური კომპანიისთვის ახალი პორტის გადაცემის შესახებ, ეს ყველაფერი შეუთავსებელია აშშ-სა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ მთავრობას, გადახედოს თავის პოზიციას და გავაგრძელებთ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი თუ მრავალმხრივი ჩართულობის განხილვას.

გავაგრძელებთ დისკუსიებს ქართველ ოფიციალურ პირებთან. ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია მათთან კომუნიკაციაში. ბევრი ევროპელი ლიდერი იყო ძალიან აქტიური. გავაგრძელებთ ამ საუბრებს მაშინაც კი, როდესაც მივდივართ ნატოს სამიტის პარტნიორობის ღონისძიებებზე. ნატოს ყველა პარტნიორი მოწვეულია პარტნიორობის ღონისძიებებზე“, – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

უახლესი ამბები