ვლადიმერ გუცაევი - უბედნიერესი ვიქნები, ჩვენ თუ ამ გუნდთან ვაჩვენებთ იმ თამაშს, რომელიც შეგვიძლია ვაჩვენოთ

მე კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას. ჩვენ მოგველის სერიოზული თამაში ესპანეთთან. ძალიან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ,  - ამის შესახებ ვეტერანმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა განაცხადა.

"ეს თამაში რომ დამთავრდა, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ რა ბედნიერები არიან თვითონ ფეხბურთელები, რომ ასეთი უდიდესი სიყვარული დაიმსახურეს გულშემატკივრების. ყველაზე მეტად მიხარია ახალგაზრდების, იმიტომ, რომ ახალგაზრდებს, რა თქმა უნდა, უნდა ჰყავდეთ თავისი გმირები და თავისი გმირები არიან ის პიროვნებები, რომლებსაც უყურებენ დღეს.

ახალგაზრდებს ნაკლებად აინტერესებთ, რაც იყო 40-50 ან 60 წლის წინ, მათ აინტერესებთ, რა ხდება დღეს, ვინ არის მათი კუმირი და ვისი მაისური ჩაიცვან და ძალიან მიხარია, რომ ამ ბავშვებს ასე გაუმართლათ და უყურებენ ამ ულამაზეს დღესასწაულს. სულ პატარა ბავშვები, რომლებიც ალბათ, მზად არიან ყველაფრისთვის, რომ სტადიონზე მოხვდნენ და დაინახონ თავისი კუმირები.

მე კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს გამარჯვებას. მე ვთვლი, რომ ეს მართლა უდიდესი გამარჯვებაა, ჩვენ მოგველის სერიოზული თამაში ესპანეთთან. ესპანეთი ყველაზე მაგარი გუნდია, რაც კი ჯერჯერობით ვნახეთ. ვერცერთმა გუნდმა ვერ აჩვენა ისეთი თამაში, როგორიც ესპანეთმა. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელი თამაში იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავნებდეთ. ისეთივე ახალგაზრდა ბიჭები არიან იქ დაკომპლექტებული, როგორც ჩვენები, ამიტომ,  მე მაგალითად, პატარა უპირატესობას ვაძლევ ესპანეთს, მაგრამ მეორე გუნდი, რომელმაც ამ ჩემპიონატზე აჩვენა რაღაც და ძალიან დიდი, გუნდი, რომელიც ალაპარაკებს ინგლისელ, ესპანელ, ფრანგ ჟურნალისტებს - ეს გუნდი დასაფასებელია ნამდვილად. მე ვთვლი, რომ მეორე გუნდი, რომელმაც ამ ჩემპიონატში რაღაც ანახა არასტანდარტული და რაღაც  საინტერესო, იყო, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები. მე ალბათ, უბედნიერესი კაცი ვიქნები, ჩვენ თუ ამ გუნდთან ძალიან თამამად გამოვალთ და ვაჩვენებთ იმ თამაშს, რომელიც შეგვიძლია ვაჩვენოთ", - განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები