გიორგი მამარდაშვილი - ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით აუცილებლად

ეს ყველაფერი არ არის დასასრული. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით აუცილებლად და ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, რომ ირწმუნონ ჩვენი და აუცილებლად გავახარებთ მათ მომავალში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა განაცხადა.

"ამაყები უნდა ვიყოთ, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ეს ჩემპიონატი, კარგად ვითამაშეთ თითოეულმა ფეხბურთელმა. 

სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მერვედფინალში გამოვვარდით, მაგრამ ამითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ აქამდე მოვიდოდით. ესპანეთი არის, ჩემი აზრით, ფავორიტი ამ ჩემპიონატის და ვფიქრობ, რომ მოიგებენ ამ ჩემპიონატს.

სამწუხაროა, მაგრამ არა უშავს, ეს ყველაფერი არ არის დასასრული. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით აუცილებლად და ქართველ გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, რომ ირწმუნონ ჩვენი და აუცილებლად გავახარებთ მათ მომავალში", - განაცხადა გიორგი  მამარდაშვილმა.

მსგავსი სიახლეები