შოლცი - გერმანია არ დაუჭერს მხარს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც უკრაინის კაპიტულაციას გამოიწვევს

გერმანიის ხელისუფლება ვერ დაუჭერს მხარს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, თუ ეს ნიშნავს კიევის კაპიტულაციას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

ბუნდესტაგში სამთავრობო მოსმენების დროს შოლცს ჰკითხეს, იძლევა თუ არა გარანტიას, რომ გერმანია არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე.

"დიახ, ამის გარანტიას ვიძლევი, როგორც კანცლერი“, - უპასუხა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

მას ასევე ჰკითხეს, როდის შეიძლება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უკრაინასა და რუსეთს შორის.

"ჩემი აზრით, ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ცეცხლის შეწყვეტას, რომლის მიზანია უკრაინის დანებება“, - აღნიშნა შოლცმა.

მან გაიხსენა პუტინის ბოლო წინადადება "სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ", თუ უკრაინა გამოიყვანს თავის სამხედროებს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდან.

შოლცის თქმით, ეს აჩვენებს "რა ცინიკურად ფიქრობს რუსეთის ხელისუფლება და რომ კრემლის ხელმძღვანელი საერთოდ არ აპირებს ომის შეჩერებას“.

"ჩვენ ამას არ მოვითმენთ", - აღნიშნა კანცლერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები