იაგო ხვიჩია - არჩევნების შემდეგ რომ შეიცვალოს პოლიტიკური პოზიცია, თავიდან მოგვიწევს ამ პროცედურის გავლა

მე გამოვრიცხავ, რომ ამ თანამდებობაზე აირჩიონ ვინმე სხვა, გარდა "ქართული ოცნებისთვის" მისაღები და სანდო კანდიდატისა, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევის მიუხედავად, 6 წელი "ოცნების" მიერ დანიშნული პროკურორი ეყოლება ქვეყანას.

"მე გამოვრიცხავ, რომ ამ თანამდებობაზე აირჩიონ ვინმე სხვა, გარდა "ქართული ოცნებისთვის" მისაღები და სანდო კანდიდატისა. აქედან გამომდინარე, მე დავაყენე კიდევაც შუამდგომლობა წინა საპროკურორო საბჭოზე, რომ საერთოდ გადაგვედო ახალი პროკურორის არჩევნები არჩევნებამდე, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების შემდეგ რომ შეიცვალოს პოლიტიკური პოზიცია, "ქართული ოცნების" მიერ 6 წლით დანიშნული გენერალური პროკურორი არავის არ დასჭირდება და თავიდან მოგვიწევს ამ პროცედურის გავლა", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გენერალური პროკურორის კანდიდატებთან გასაუბრება ხვალ იწყება. საბჭო შერჩეულ კანდიდატს კი სავარაუდოდ, მომავალ კვირას პარლამენტს გადაუგზავნის, რომელიც საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორს დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები