პაატა მანჯგალაძე - როცა ეუთოს 50-ზე მეტი ქვეყანა ერთხმად ამას აღიარებს და "ქართული ოცნება" არ უჭერს მხარს, ეს არის ლუსტრაცია

ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, არ არის მნიშვნელოვანი დეოკუპაციის საკითხი. ამათთვის მნიშვნელოვანი საკითხია ხელისუფლებაში ყოფნა, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეუთოს 50-ზე მეტი ქვეყანა მიიჩნევს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა ამას "ქართული ოცნება" არ უჭერს მხარს.

"ეუთოს დოკუმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირ წერია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და საოკუპაციო ჯარებმა უნდა დატოვოს საქართველო. 

როცა ეუთოს 50-ზე მეტი ქვეყანა ერთხმად ამას აღიარებს და "ქართული ოცნება" არ უჭერს ამას მხარს, ეს არის ლუსტრაცია, რომ ამ ხალხისთვის მნიშვნელოვანი არ არის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, არ არის მნიშვნელოვანი დეოკუპაციის საკითხი. ამათთვის მნიშვნელოვანი საკითხია ხელისუფლებაში ყოფნა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიღებულ რეზოლუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "რეზოლუციას – "ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში - საპარლამენტო პერსპექტივა" დაემატა ფორმულირება, რომელიც არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს, მიაღწიოს წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები