შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებ ხალხს, შემოდგომაზე აირჩიონ მხოლოდ "ლეიბორისტული პარტია", დანარჩენი ხმები დაკარგულია

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის დამაჯერებელმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ უჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის მომავალი დემოკრატიულ-სოციალიზმშია, რის ფავორიტადაც მსოფლიო ლეიბორისტული მოძრაობაა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მან ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს  სთხოვა, რომ  პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს, იყოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.

"დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის დამაჯერებელმა გამარჯვებამ კიდევ ერთხელ უჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ კაცობრიობის მომავალი დემოკრატიულ-სოციალიზმშია, რის ფავორიტადაც მსოფლიო ლეიბორისტული მოძრაობაა. მე მინდა, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სახელით მივულოცო დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტებს უდიდესი ისტორიული გამარჯვება და ვუსურვო ამ მეგობარ ქვეყანას წინსვლა და ახალ-ახალი მიღწევები მსოფლიო პროგრესის გზაზე. 

მე ვთხოვ ჩემს კოლეგას, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ სტარმერს, პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ის მიიღებს და მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა, იყოს საქართველოს დიქტატორი, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის სრული დასანქცირება ბრიტანეთის ფინანსური და საბანკო ხელისუფლების მიერ. ეს იქნება უდიდესი თანადგომა ქართველი ხალხისადმი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უკიდურეს ბლოკპოსტში აი, ასე მედგრად იბრძვის რუსული იმპერიალიზმისა და მათგან გამოგზავნილი დიქტატორული სისტემის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა, ისევე როგორც თავისუფლებისთვის სხვა ბრძოლები დამთავრდება ჩვენი ხალხის გამარჯვებით და ევროპასთან იმ ინტეგრაციით, რასაც ჩვენი ისტორია და დღევანდელობა იმსახურებს. 

კიდევ ერთხელ გამარჯვებები და წარმატებები მეგობარი დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას, რომელიც დღეს უკვე სამთავრობო ძალაა და მე მოვუწოდებ ხალხს, შემოდგომაზე აირჩიონ მხოლოდ და მხოლოდ "ლეიბორისტული პარტია". დანარჩენი ხმები, რომელსაც თქვენ გასცემთ სხვა პოლიტიკურ ძალებზე, დაკარგულია და იმედია, ამას მთელი პასუხისმგებლობით მიუდგებით", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები