ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე ლიანა ისაკაძის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ

"ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ გამორჩეული მუსიკოსის, მევიოლინე ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. ლიანა ისაკაძე გახლდათ თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო მევიოლინე, უდიდესია მისი წვლილი მუსიკალური ხელოვნების განვითარების, პოპულარიზაციის საქმეში. მისი შესრულება გამოირჩეოდა არტისტიზმით, ღრმა მუსიკალურობითა და ვირტუოზულობით.

საქართველოს სახალხო არტისტს სხვა უმნიშვნელოვანეს ჯილდოებთან ერთად მიღებული აქვს ღირსების ორდენი, თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებთ ქალბატონი ლიანა ისაკაძის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნულია წერილში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები