ბექა ვაჭარაძე - ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში

ფოთში, სარსანიას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაიგო 2 ფენა ასფალტბეტონის გზის საფარი, მოეწყო სრულიად ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, გამწვანებული ზოლები. დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და საგზაო ნიშნები, განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

მოსახლეობის თხოვნით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, გზის ასფალტბეტონის საფარი მოეწყო ბარბაქაძის ქუჩაზეც.

"ნაბადას უბნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც არის საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ბევრი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი, სრულიად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, ვაგრძელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებას ქალაქის სხვადასხვა უბანში", - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

უახლესი ამბები