მაია სანდუ - ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ, ჩაითრია ქვეყანა და ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ამბავი და შემთხვევა

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირის მისწრაფებებზე ვსაუბრობთ, თან ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორობაზე, რომელიც ერთად შეგვიძლია შევქმნათ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განვავითაროთ"- ამის შესახებ ბათუმის კონფერენციაზე მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა. 

"მინდა დავუბრუნდე აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ მეგობრებო, რომ იმ დროს ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში და დიდი იმედები არსებობდა იმისა, რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც ასოცირების შეთნხმების საფუძველზე, რომელიც მოლდოვამ გააფორმა, ქვეყანა განვითარდებოდა, დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა მთელს ქვეყანაში მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ, თუმცა მალევე, იმ საპნის ბუშტმა, რომელიც შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემებში და მას მოჰყვა სხვა კრიზისები, სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ, ჩაითრია ქვეყანა და მალევე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ უკვე, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ამბავი და შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის შესახებ მხოლოდ ანგარიშებში. მოლდოვას აკლდა უკვე ის საფუძველმდებო საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზეა მნიშვნელოვანი. ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც ჩვენ აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას და დასჯის ან სანქციების გარეშე მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულების შემსრულებელი იყო. 

ცვლილებები მოხდა ბოლო წლის განმავლობაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად და შემდეგ ხალხმა აირჩია ნამდვილი დემოკრატია, დემოკრატიული მმართველობა და ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ხალხმა ამ არჩევნების საფუძველზე. ამას უკვე ხელს აწერს და უწყობს ევროკავშირი. რადგან ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ევროკავშირის ამ დღის წესრიგში, ახალი მთავრობა, ახალი უმრავლესობა პარლამენტში ვალდებულია სწრაფად განახორციელოს დანაპირები. ჩვენ მნიშვნელობანი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, რომ ეს გამოწვევები დავძლიოთ. უნდა აღვადგინო მოსახლეობის ნდობა ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებში და ხალხს კვლავ უნდა დავაჯეროთ, რომ სახელმწიფო არსებობს და მუშაობს მათთვის, რომ მოვახდინოთ კონსოლიდაცია ძლიერი ინსტიტუტების, დავიწყოთ იქიდან, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ხალხს. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სისტემა კორუმპირებული მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეებისგან და ეს არის ჩვენი ძალისხმევა სამომავლოდ. აქამდე, მუშაობდა სქემები კერძო ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და ნაკლები ვისაუბროთ. სტაბილური უმრავლესობა და ფუნქციონალური მთავრობა უნდა არსებობდეს, იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა იქნეს მიღწეული. დავარწმუნოთ მოლდოველები, რომ მომავალი შეიძლება შეიქმნას სახლშიც და ევროკავშირშიც. ჩვენ ევროკავშირის იმედი გვაქვს მომავალში"- განაცხადა მაია სანდუმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები