ჟიგიმანტას პავილიონისი - ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ?

ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადებით იმედგაცრუებულია. მას 19 აპრილის შეთანხმების გაუქმება საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციები გარეშე შეუძლებლად მიაჩნია. 

პავილიონისი საქართველოს მთავრობას კითხვით მიმართავს: რომელ გზას ირჩევენ, დასავლეთისას თუ რუსეთისას?

"ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას. ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე ევროკავშირის და აშშ-ის გვერდით ყოფნა ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ. მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას: რომელ მიმართულებას ირჩევენ? 

თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსთვის რეფორმებს, ადგილობრივ არჩევნებს და ქვეყნის განახლების საკითხებს შეეხება, მისი გაუქმება პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ შეიძლება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც დოკუმენტს მაღალი რანგის ევროპელი ლიდერი აწერს ხელს. მივესალმებით შარლ მიშელის ძალისხმევას, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო. საქართველოს მთავრობამ ეს უნდა დააფასოს", - აცხადებს პავილიონისი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები