გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და დაიხრჩო

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და დაიხრჩო.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბანში, გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში სათევზაოდ შესული პირი დინებამ წაიღო და გაუჩინარდა წყალში. 

შეტყობინების მიღებისთანავე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ. 

ინტენსიური სამაშველო ღონისძიების შედეგად გრესის არხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში მეხანძრე-მაშველებმა ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ამოსვენებულია და ოჯახის წევრების მხრიდან იდენტიფიცირებულია. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური იმყოფებოდა.

საძიებო-სამაშველო ღონისძიებაში 35 მეხანძრე მაშველი, 3 მყვინთავი, საფრენი აპარატი დრონი, მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების სპეციალური ხელსაწყო „ექოლოტი“ მონაწილეობდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები