Logo

დევი ჭანკოტაძე – 2012 წლამდე რა ხელფასიც ჰქონდა ჯარისკაცს და ოფიცერს, იგივე დარჩა ახლაც

პოლიტიკა
1377
Frontnews image description

2012 წლამდე რა ხელფასიც ჰქონდა ჯარისკაცს და ოფიცერს, იგივე ხელფასი დარჩა ახლაც, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა,  გენერალმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  სისტემიდან  სამხედრო პირების გადინებას სოციალური მიზეზი აქვს. 

 

“საჯარო სამსახური იძლევა საშუალებას,  რომ ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს,  როგორც ჯარისკაცების რაოდენობა, ასევე ის თუ რამდენი ჯარისკაცია წასული და რატომ.  დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერს სოციალური მიზეზი აქვს. ჩვენ დროს 2012 წლამდე რა ხელფასიც ჰქონდა ჯარისკაცს და ოფიცერს, იგივე ხელფასი დარჩა ახლაც. 

 

ჩვენი ინიციატივაა, რომ დავიბაროთ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები, რომ ეს საკითხი შესწავლოთ“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები