Logo

დევი ჭანკოტაძე – დიდი სირცხვილია, რომ ასეთი კაცი ციხეში ზის პოლიტიკური მოტივით

პოლიტიკა
1040
Frontnews image description

დიდი სირცხვილია, რომ ასეთი კაცი ციხეში ზის პოლიტიკური მოტივით, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დევი ჭანკოტაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში  მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა სავარაუდოდ, მისი ჰოსპოტალიზაცია საჭირო გახდება.

 

“დიდი სირცხვილია, რომ ასეთი კაცი ციხეში ზის პოლიტიკური მოტივით. მე რაც ჩემი თვალით ვნახე, ეს არის ჩვენი ჯარის აშენება, ქართული სახელმწიფოს აშენება და ასეთი კაცი უზით ციხეში. რაც მე შევხედე, ძალიან მხნედ არის, მე ვერ შევატყე საგანგაშო, მაგრამ გამხდარია, მე-20 დღეა შიმშილობის და ალბათ, დადგება ის მომენტი, როცა ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო”,- განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.

Advertisement