დევი ჭანკოტაძე – ერთადერთი ვარიანტია, რომ უკრაინამ ხერხემალში გადატეხოს ოკუპანტის სამხედრო მანქანა, რასაც წარმატებით აკეთებს

ავტორი
Front News საქართველო
ერთადერთი ვარიანტია, რომ უკრაინამ ხერხემალში გადატეხოს ოკუპანტის სამხედრო მანქანა, რასაც წარმატებით აკეთებს, – ამის შესახებ პარლამენტის „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გენერალმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა თავიანთი მაქსიმუმი უკრაინაში უკვე გააკეთეს.
“უკრაინამ შეძლო და შეაჩერა რუსების წინსვლა, რუსებს რაც შეეძლოთ, უკვე გააკეთეს, როგორც ვხედავთ, რუსებზე დიპლომატიული ზეწოლა არ ჭრის, ერთადერთი ვარიანტია რომ ხერხემალში გადატეხონ ოკუპანტის სამხედრო მანქანა. ანუ, რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ ცოცხალ ძალას, პირად შემადგენლობას და ტექნიკას, რასაც უკრაინა წარმატებით აკეთებს“, – განაცხადა გენერალმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი ბრძოლები მიდის მარიულოპთან, რომელიც ალყაშია მოქცეული.
“ოკუპანტებს მთელი ძალები აქვთ მიყრილი, რომ მარიუპოლი აიღონ. რაც ვფიქრობ, ძალიან ძნელი იქნება. როგორც ვხედავთ, ძალიან სერიოზულად იბრძვიან იქ „აზოვის“ პოლკის ბიჭები.
ვფიქრობ, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას გადაისვრის ამ ფრონტზე, ერთ-ერთი მიმართულებით უნდა გაარღვიონ ალყა, შევიდნენ და დაეხმარონ, მე მგონი ეს ასე მოხდება“, -განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
თაგები:
დევი ჭანკოტაძე




