დევიდ კრამერი – არსებობს რისკი, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები


ავტორი
Front News საქართველო
არსებობს რისკი, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები, საქართველო დგას რისკის წინაშე სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებები, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი კულისებიდან მართავს მოვლენებს და გამორიცხული არაა პერსონალური სანქციების დაწესება.
“ძალიან მაწუხებს ის, თუ საით მიემართება საქართველო “ქართული ოცნების” მთავრობის მმართველობის ქვეშ, ბიძინა ივანიშვილის გავლენის ქვეშ. ჩემი აზრით, ის არასწორი მიმართულითებით მიდის. ჩვენ ვიხილეთ აშშ-ის საელჩოს უპრეცედენტო განცხადება, რომელშიც საელჩომ დაგმო ძალადობა, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, რომლებიც დმანისსა და რუსთავში მოხდა.
ძალიან მაწუხებს, რომ ის, რასაც აქ ვხედავთ არის სახელმწიფოს მოტაცება და მზარდი გავლენა ინდივიდისა, რომელიც აღარ არის არჩეული თანამდებობის პირი. ვსაუბრობ ბატონ ივანიშვილზე, რომელიც, როგორც ჩანს, კულისებიდან მართავს მოვლენებს.
ჩემი გაფრთხილება მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ ამერიკა არასდროს დააწესებს სანქციებს, პლახოტნუკიც იმავეს ფიქრობდა მოლდოვაში, კოლუმოისკი უკრაინაში, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მოვლენები არასწორი მიმართულებთ ვითარდება, შესაძლოა, საკმაოდ ძლიერი სიგნალი გავაგზავნოთ წერტილოვანი სანქციების დაწესებით.
არსებობს რისკი, რომ ჩატარდეს კიდევ ერთი ძალიან სადავო არჩევნები, საქართველო დგას რისკის წინაშე სერიოზულად დააზიანოს ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების მისწრაფებები”, – განაცხადა კრამერმა.
მან მარგარეტ ტეტჩერის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებულ ჩანაწერებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაზე დაკვირვების მასობრივი კამპანია სკანდალია.


სალომე ზურაბიშვილი – ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს

ნონა ქურდოვანიძე – ეს ერთი დარღვევაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ხელახალი არჩევნები ჩატარდეს

ირაკლი კობახიძე – ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წერილი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები აღიარებულია