
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის დევიდ კრამერის განცხადებით, “ხალხის ძალის” კანონპროექტი “უცხოურ აგენტებზე” ძალიან ჰგავს იმ კანონს, რომელიც რუსეთში მიიღეს და “ქართული ოცნება” ამ კანონპროექტით ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის შევიწროებას.
“სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა ხელი, როგორც მე მესახება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს კანონმდებლობას და ეს არის სწორი პოზიცია.
ეს არის წინასწარ განზრახული ძალისხმევა “ქართული ოცნების” და მისი მოკავშირეების მხრიდან საქართველოს პარლამენტში, რომ შემცირდეს სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის ორგანიზაციებისთვის და სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს კანონმდებლობა იქნება მიღებული.
ეს არის მცდელობა “ქართული ოცნების” მხრიდან, შეავიწროოს სამოქალაქო საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში. ეს გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს ამ მიმართულებით. ეს არის ბოლო მითითება და ჩვენება იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დარტყმას ახორციელებს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე და სხვა პირებზე”, – განაცხადა კრამერმა “ფორმულას” ეთერში.
თაგები:
დევიდ კრამერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს