Logo

დევიდ ო’სალივანი – დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, არ დაუშვას მისი ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა

პოლიტიკა
28.06.2023 / 18:43
Frontnews image description

დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა განაცხადა.

 

“რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის შემდეგ, დასავლეთმა დააწესა სანქციების უპრეცედენტო დონე. ამ სანქციების მიზანი არის რუსეთის მიერ ომის წარმოების უნარის შეზღუდვა და მძიმე ეკონომიკური საფასურის დაწესება მოსკოვისთვის. 

 

ჩვენ ამჟამად ფოკუსირებას ვახდენთ რუსეთის მიერ სანქციების შესაძლო თავის არიდებაზე და კონკრეტულად 38 დასახელების საქონელზე, რომელიც შეუძლებელი იქნება გამოყენებული ბრძოლის ველზე და რომლებიც რუსულ იარაღს უფრო ჭკვიანს და სასიკვდილოს გახდის. ამის გამო, ჩვენ რამდენიმე ქვეყანას ვესტუმრეთ და მათ შორის საქართველოშიც ჩამოვედით.  

 

საქართველო არ უწესებს სანქციებს რუსეთს როგორც ვიცით, რითაც ერთგვარად იმედგაცრუებული ვართ, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ ასევე გვესმის, რომ საქართველო სპეციფიკურ მდგომარეობაშია როგორც ეკონომიკური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ ამ 2 დღის განმავლობაში დავრწმუნდით, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს და ცდილობს, რომ არ დაუშვას მისი ტერიტორიის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა”, – განაცხადა ო’სალივანმა.

Advertisement