
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
გამოკვლევების მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აქციის ფარგლებში, 100-მდე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და კვლევები ჩაუტარდა. ასევე, ბენეფიციარებს ოფთალმოლოგების დანიშნულების შესაბამისად საჭირო სათვალეები უფასოდ გადაეცათ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიისა“ (International Human Rights Commission) და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
აქციის მიზანია დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს