
ავტორი
Front News საქართველო
რუხის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრ „აფხაზეთში” პროგრამის „დევნილთა მეფუტკრეობის საქმიანობის გაძლიერების” ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ფუტკრის ოჯახით შევსებული სკები და შესაბამისი ინვენტარი გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, თურქეთის გენერალური კონსული, სააგენტო (TIKA)-ს კოორდინატორი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროგრამა აფხაზეთის მთავრობის, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მხარდაჭერით, „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ ხორციელდება.
აფხაზეთიდან დევნილი მეფუტკრეების საქმიანობის ხელშეწყობისათვის გამოცხადებულ კონკურსში, 100 აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა, გამოვლინდა 58 გამარჯვებული და მათ 370 სკა გადაეცათ.
თაგები:
დევნილები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს