“დგება ხალხის გაზაფხული” – თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
“დგება ხალხის გაზაფხული” – ამ ლოზუნგით თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობები დაიწყო.
რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკვე საპროტესტო მარში დაიწყეს, მათ შორის არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი.
პარალელურად, მსვლელობა მიმდინარეობს რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
გზადაგზა ისმის შეძახილებიც. მოქალაქეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და დროშები აქვთ გაშლილი.
ყველა მათგანის მოთხოვნაა – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ დაკავებული აქტივისტები და დაჩქარდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია.
დღევანდელ საპროტესტო აქციაზე დაგეგმილია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სიტყვით მიმართვაც.
თაგები:
მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს