
ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან დაბა ბაკურიანის სამედიცინო ცენტრში იმუნიზაციის პროცესი დაიწყო. მოქალაქეების ვაქცინაცია “სინოფარმით” მიმდინარეობს.
ვაქცინაციის პროცესს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი ადგილზე გაეცნო.
იმუნიზაცია ბაკურიანსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეეძლებათ. ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან ბაკურიანში არსებული სასტუმროების პერსონალი.
დაბა ბაკურიანში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება და კვირაში 4 დღე (სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი) ბაკურიანის სამედიცინო ცენტრი მოქალაქეების იმუნიზაციას უზრუნველყოფს.
თაგები:
ბორჯომი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს