დღეიდან ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს
საზოგადოება
08.02.2021 / 08:13


ავტორი
Front News საქართველო
დღეიდან ღია და დახურულმა ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს.
ბაზრობებზე განხორციელდება მომხმარებელთა თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება, გაკონტროლდება პირბადის ტარება, ასევე ყოველდღიურად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ორ კვირაში ერთხელ მოხდება თანამშრომელთა მინიმუმ 20 პროცენტის ტესტირება.
შეზღუდვების შემსუბუქება არ შეეხება დასვენების დღეებს. ობიექტები შაბათ-კვირას არ იმუშავებს.
დღეიდან მუშაობა განაახლა ასევე ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
თაგები:
