Logo

“დღეიდან იწყება დიდი კოლაბორაცია სტუდენტური, ახალგაზრდული, ყველა სამოქალაქო ჯგუფის”

პოლიტიკა
364
Frontnews image description

დღევანდელი საღამოდან იწყება სტუდენტური, ახალგაზრდული ყველა  სამოქალაქო ჯგუფის დიდი კოლაბორაცია, – ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომლებიც, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან, სადაც დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო ქალაქის მერის გადადგომას ითხოვენ.  

 

სტუდენტების თქმით, აქტიურად ჩაერთვებიან პროცესში, რათა მსგავსი ტრაგედიები ქვეყანაში ყოველდღიურობად არ იქცეს.   

 

“ჩვენ არ ვაპირებთ, შევეგუოთ იმ მოცემულობას, როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ახალგაზრდებს და ამ დიდ ტრაგედიაზე არავინ არ იღებს პასუხისმგებლობას.  ეს იქნება კიდევ ერთი გამოსაფხიზლებელი სიგნალი, ეს იქნება ტრაგედიის ზარი, რომელმაც დაგვცა ჩვენ ყველა აქ მყოფი. სწორედ ამიტომ დღევანდელი საღამოდან იწყება დიდი კოლაბორაცია სტუდენტური, ახალგაზრდული,  ყველა  სამოქალაქო ჯგუფის, რათა ჩავერთოთ ამ პროცესში და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ტრაგედია არ იყოს ყოველდღიური მოვლენა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები