
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებისთვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების გაცნობისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვითი ქვედანაყოფების მობილურობის ამაღლება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
თავდაცვის მინისტრმა ამ მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების კუთხით შემუშავებული და განხორციელებული პროექტები გაიხსენა: „ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, დღეისათვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების გერმანული „მანის“, იტალიური „ივეკოს“ და ამერიკული „ფორდის“ მარკის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რომლის ფარგლებში საბჭოთა მოძველებული ტექნიკა ეტაპობრივად განახლდება და თანდათანობით ჩვენი ქვედანაყოფები მსუბუქი და მაღალი გამავლობის სპეცტექნიკით აღიჭურვება“.
მაღალი ხარისხისა და სტანდარტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა თავდაცვის ძალების სამხედრო შესაძლებლობების, ქვედანაყოფების მობილურობისა და და ზოგადად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას უწყობს ხელს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს