“დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს”


ავტორი
Front News საქართველო
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ახლაც იმავე ამოცანის წინაშე დგანან.
"ამ კონსტიტუციით ჩვენ, ქართველი ხალხი შევთანხმდით ყველა იმ კულტურულ მარკერზე, იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას მრავალფეროვან სამყაროში, და რომლებიც თავისუფლების და დემოკრატიის იდეებს,ოჯახს და ეკლესიას ეფუძნება.
2012 წელს ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დაწყებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ, პირდაპირ ვიტყოდი, გაათავისუფლა ქვეყანა ნეობოლშევიკური რეჟიმისგან, მაშინ ჩვენი ამოცანა კონსტიტუციიდან გასული უზურპატორების კანონის ჩარჩოში დაბრუნება იყო და ეს მისია ქართველმა ხალხმა წარმატებით შეასრულა. ახლა ჩვენ იმავე ამოცანის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვხედავთ, როგორ მოქმედებს დამნაშავე ძალა, მათ უარი განაცხადეს არჩევნების შედეგების აღიარებზე, გამოიგონეს არარსებული გაყალბების მითი, დაიწყეს საბოტაჟი, გამოაცხადეს ბოიკოტი, რადგან ვერ შეძლევს ჩვენი ხელისუფლების შერყევა, დაიწყეს კანონისა და მართლმსაჯულების მიმართ დაუმორჩილებლობა. დღეს, ზუსტად ისე, როგორც 9 წლის წინ, ეს ძალა გასულია საკონსტიტუციო წესრიგიდან, დღეს 21-ე საუკუნის შულავერის კომიტეტი, ზუსტად ისევე, როგორც 100 წლის წინ, ქვეყნის კონსტიტუციის დამხობას ცდილობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტში პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს