
ავტორი
Front News საქართველო
პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე რეალურად თავის თავს უკეთებს ამნისტიას და არა ნიკა მელიას.
"მე მაქვს მზაობა, ველოდები, რომ ნიკას გაათავისუფლებენ, მაგრამ დღეს აღმოჩნდა ახალი გარემოება, რომ არა მარტო ნიკას ათავისუფლებენ, არამედ ბატონი კობახიძე თავის თავსაც უკეთებს ამნისტიას. რას ვგულისხმობ: მან განაცხადა, რომ ამნისტია უნდა გამოცხადდეს ყველა მუხლზე და იმ ადამიანებზეც კი, რომლებიც მომავალში იქნებიან დაკავებულები გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით. ამიტომ, ის თავის თავს უკეთებს ამნისტიას, ეს არის სამწუხარო. ამიტომ, მე შესაძლოა, გადავხედო ჩემს გადაწყვეტილებას ამ ამნისტიის გამო და ხელი აღარ მოვაწერო საერთოდ ამ შეთანხმებას", – განაცხადა ოქრიაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს