
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების 72 წლისთავს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7 ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.
“დღეს აღვნიშნავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის 72-ე წლისთავს.
დემოკრატიის პრინციპებზე დაყრდნობით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და თავისუფლების დაცვა უკვე 7ათეულზე მეტი წლის განმავლობაში.
საქართველო აგრძელებს აქტიური წვლილის შეტანას მის საქმიანობაში, რათა დავამტკიცოთ, რომ მტკიცედ გვაქვს განზრახული ალიანსის სრულფასოვანი წევრობა”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს