“დღეს ბოიკოტის რეჟიმში “ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენა არის გაუმართლებელი”

ავტორი
Front News საქართველო
პარტია "პროგრესი და თავისუფლების“ წევრი ცეზარ ჩოჩელი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც პარლამენტი ფაქტობრივად შედგა, "ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის რეჟიმში დარჩენა გაუმართლებელია.
"ეს არის კონკრეტულად ჩემი შეხედულება, რომ დღეს ბოიკოტის რეჟიმში "ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენა არის გაუმართლებელი, იმიტომ რომ ფაქტობრივად პარლამენტი შედგა. ოპოზიციის დიდი ნაწილი, პარტიებს ვგულისხმობ შევიდა და გამოდის, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია უნდა დარჩეს გარეთ, რასაც მე ნამდვილად არ ვეთანხმები.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში წარმოდგენილი იქნება ოპოზიცია და არ იქნება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ეს გამოიწვევს, რომ იმ ამომრჩევლების ხმა და აზრი არ იქნება გათვალისწინებული პარლამენტში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ოპოზიციის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს "ერთიანი ნაციონალური მოძრობა“ და ზოგადად, ბლოკი "ძალა ერთობაშია“. მას ჰყავს 500 დან 600 ათასამდე როგორც მინიმუმი ამომრჩეველი, რომელიც არის მზარდი და მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების ინტერესების დასაცავად და იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რომელიც ქვეყანაშია საჭირო, სწორედაც უნდა შევიდნენ პარლამენტში"-აცხადებს ჩოჩელი.
თაგები:





