“დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას ევროინტეგრაციისთვის”

ავტორი
Front News საქართველო
კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო მდგრადი გახდა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"დღეს ახალი დასაწყისის ეტაპია, რომელიც ძალიან ბევრ შრომას საჭიროებს საქართველოს მხრიდან, ევროინტეგრაციისთვის. ქართველმა ლიდერებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი ძალისხმევაა ამისთვის გაღებული. ეს არ იყო ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია. ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ხელმძღვანელობისთვის, ასევე, მადლობა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მზაობისა და გადადგმული ნაბიჯისთვის. მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მაქსიმალურადაა ჩართული საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის მიმართულებით.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებლობის წლისთავს და აქ აღინიშნება, გამოიკვეთება კიდევ ეერთხელ ევროკავშირის სულისკვეთება, ევროკავშირისკენ მისწრაფება, უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს, ეს უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, აგრეთვე სამართლებრივ რეფორმას და ჩვენ ვინარჩუნებთ, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, ეს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს, რათა განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები, რომელიც სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე დარწმუნებული ვარ აგრეთვე, რომ თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი პარლამენტში და ეს იქნება საფუძველი პარლამენტის მდგრადი ფუნქციონირებისა. რასაკვირველია, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
თაგები:





