დღეს კრემლში პუტინის ინაუგურაცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს კრემლში ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. 71 წლის პუტინი პრეზიდენტის ფიცს მეხუთედ დადებს.
ღონისძიებაზე მოსაწვევები მიიღეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მონაწილეობაზე უარი ღიად თქვეს ბალტიის ქვეყნებმა, ჩეხეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.
ინაუგურაციას არ დაესწრება არც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ინაუგურაციას დაესწრებიან საფრანგეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, საბერძნეთის, კვიპროსის და მალტის წარმომადგენლები.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა და პუტინი ხმების 87%-ით პრეზიდენტი კიდევ 6 წლით გახდა.
თაგები:
ვლადიმერ პუტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს