
ავტორი
Front News საქართველო
"თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ აუცილებელია ბიომეტრიული მოწმობების შემოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვირვებელი არჩევნების ხმებს ვერ დაიცავს.
"მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მაჟორიტარზეც იყოს 50%. წინააღმდეგ შემთხვევაში "ოცნება" დაიწყებს არჩევნებს 10%-იანი ფორით. +10% მას ეყოლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მოხდეს საარჩევნო უბნებზე ბიომეტრიული ვერიფიკაცია. ეს გახსოვთ, რომ ძველი წინადადებაა, ყოველთვის საუბარი იყო ამაზე. ამის გარეშე ჩვენ კარუსელს ვერ მოვერევით. დღეს მინიმუმ 200-300 000 ხმა "ოცნებას" აქვს ჯიბეში ყალბი პირადობის მოწმობებით. ვერაფერი, ვერანაირი ცოცხალი დამკვირვებელი ვერ უშველის ამას. ამისი შემოწმება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ბიომეტრიული მოწმობების შემოწმების შედეგად. ყველა ეს საკითხი, რომელიც ჩამოვთვალე, არის საკითხი, რომელსაც "ქართული ოცნება" თვითონ ითხოვდა ჩვენთან ერთად, როდესაც ოპოზიციაში იყო 2011 წელს", – აცხადებს კუკავა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს