Logo

დღეს პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას დააკომპლექტებს

საზოგადოება
488
Frontnews image description

დღეს პარლამენტი დროებით საგამოძიებო კომისიას დააკომპლექტებს. განისაზღვრება იმ სამუშაო ჯგუფის წევრთა რაოდენობა, რომელმაც სამი თვის განმავლობაში უნდა იმსჯელოს საარჩევნო პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე. 

ცნობილია, რომ კომისიის მუშაობაში ოპოზიციიდან მხოლოდ "ევროპელი სოციალისტები" გეგმავენ. 

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია კომისიის მუშაობაში მაშინ ჩაერთვება, თუ ჩაერთვებიან იმ 3 პარტიის წარმომადგენლები, რომლებსაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰყავდათ კომისიის წევრები.

მისი თქმით, ეს პარტიები არიან "ნაციონალური მოძრაობა", "პატრიოტთა ალიანსი" და "ევროპული საქართველო."

თაგები:

Advertisement