დღეს პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია გაიმართება.
“ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას!
საქართველოში ყოველდღიურად არაერთ პრობლემას ვაწყდებით:
* ყოველდღიურად ხდება მოსახლეობის დაშინება;
* ყოველდღიურად ხდება თავისუფალი სიტყვის ჩახშობა;
* ყოველდღიურად ხდება ქვეყნის რუსეთიფიკაცია;
* ყოველდღიურად ხდება ეკონომიკის განადგურება;
* ყოველდღიურად ხდება განათლების რეგრესი;
* ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი მიდის ემიგრაციაში;
* ყოველდღიურად იმატებს უმუშევრობის დონე;
ქვეყნის ხელისუფლება კი მოსახლეობას აიძულებს ეს ყველაფერი მოითმინოს და აიტონოს, რადგან საკმარისია ამ პრობლემებზე საჯარო საუბარი და ხელისუფლებისგან მომენტალურად იწყება უკანონო დარბევები, დაკავებები, თვალების დათხრა და სხვა…
მგონი დროა, ვიმოქმედოთ, ვიმოქმედოთ არა პრობლემის მოგვარებისთვის, არამედ უფრო მეტიც ამ პრობლემის გამომწვევი მექანიზმის მოშლაზე….
დაკავებები, რუსული კანონები, რუსული ფრენები და სხვა მრავალი პრობლემა…
მიზეზი?
მიზეზი ერთია – რუსული ხელისუფლება.
კი „ქართული ოცნება“ ნამდვილად ატარებს რუსეთის პოლიტიკას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის დასავლური კურსით განვითარებას…
გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ,გვეყო ცალკეულად ბრძოლა „რუსული თვითმფრინავების“ წინააღმდეგ, გვეყო ცალკეულად ბრძოლა უკანონო დაკავებების წინააღმდეგ, დღეს საჭიროა ბრძოლა ამ ყველაფრის გამომწვევ მიზეზთან.
დღეს ვიბრძვით რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ…
დღეს გამოვდივართ ყველა სამართლიანობის აღსადგენად,დღეს გამოვდივართ ყველა ქვეყნის საერთაშორისო კურსის დასაცავად…
არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას ემხრობი,არ აქვს მნიშვნელობა ხარ დასაქმებული თუ ხარ უმუშევარი,არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრობ თბილისში თუ რეგიონში,არ აქვს მნიშვნელობა ხარ ახალგაზრდა თუ ზრდასრული,არ აქვს მნიშვნელობა ყოფილხარ თუ არა სხვა აქციაზე,არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ევროპა,არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ამერიკა…დღეს ეს მე-2 ხარისხოვანია….
დაიმახსოვრე, შენ ხარ ქართველი საქართველოს პატრიოტი, საქართველოს რიგითი ჯარისკაცი და დღეს შენი სამშობლო დამოუკიდებლობას კარგავს…
გელოდებით ყველას 2023 წლის 20 ივნისს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე…
ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას! ხშირად დასმული შეკითხვებიდან ერთ-ერთი: ვინ არის აქციის ორგანიზატორი?
– აქციის ორგანიზატორია ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ყველა უნივერსიტეტი, ყველა სტუდენტი და ყველა აქტიური დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქე….”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
აქცია