Logo

დღეს პარლამენტთან აქცია – “უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს” გაიმართება

Frontnews image description

15 მაისს, 19:00 სთ-ზე პარლამენტის უკან მშვიდობიანი აქცია – “უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს” გაიმართება. 

 

“საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება- ქართველი მეომრები იბრძვიან უკრაინელების მხარდამხარ და სიცოცხლეს წირავენ საქართველოს და უკრაინის თავისუფლებას.- უკრაინაში დაფრინავენ რუსული რაკეტები, ანადგურებენ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას.

 

– უკრაინელი ხალხი საკუთარი სისხლის ფასად იცავს თითოეულ გოჯ მიწას და მედგარ წინააღმდეგობას უწევს დამპყრობელს.ყოველივე ამის ფონზე საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.

 

როგორ შეგეხებათ პირდაპირი ფრენების აღდგენა თქვენ – მოქალაქეებს.

 

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთს, მათ შორის სატრანსპორტო შეზღუდვების, მიმართულებით კერძოდ

 

1. რუსული ავიახაზებისა და რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისათვის დაიკეტა ევროკავშირის საჰაერო სივრცე; 

 

2. შეიზღუდა ევროკავშირიდან რუსეთში მათ შორის საჰაერო, ტექნიკის სათადარიგო ნაწილების და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპორტი; 

 

3. რუსულ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო ოპერატორებს შეეზღუდათ ევროკავშირში საქმიანობა.

 

– სანქცირებული კომპანიების საჰაერო ხომალდების მიღება და ამ კომპანიებთან თანამშრომლობა გამოიწვევს საქართველოს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და თავად ქვეყნის დასანქცირებას – ანუ იგივე რეჟიმში მოქცევას.

 

ეს კი ნიშნავს იმას, რომ – თქვენ ვეღარ შეძლებთ გაფრინდეთ ევროპულ ქვეყნებში, რადგან საქართველოს აეროპორტიც მოექცევა სანქციების ქვეშ.

 

– ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებას განახორციელებენ საქართველოში – ვეღარ მიიღებენ საჰაერო ტექნიკის სათადარიგო ნაწილებს.

 

დასანქცირებული ქვეყანა ავტომატურად ნიშნავს უარს კანდიდატის სტატუსზე!!!

 

ჩვენ არ გვაქვს უფლება შევეგუოთ რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას.

 

ჩვენ ვართ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გვინდა რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ევროპაში და არა რუსეთში. მაისის სამოქალაქო მოძრაობა მოგიწოდებთ ყველას, შევიკრიბოთ 15 მაისს, 19:00 სთ-ზე პარლამენტის უკანა ეზოში და ერთად შევეწინააღმდეგოთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

Advertisement