დღეს რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 25 ივლისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ დარბაზში, რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
პროექტის იდეა ეკუთვნის სანდრო ყანჩელს.
კონცერტის ორგანიზატორები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და რუსთაველის ეროვნული თეატრი.
საღამო ეძღვნება რეზო გაბრიაძის 85 წლის იუბილეს.
პროგრამაშია დმიტრი შოსტაკოვიჩი – კონცერტი ფორტეპიანოს, საყვირისა და სიმებიანი ორკესტრისათვის (c moll) და გია ყანჩელი – „წერილები მეგობრებს“ – ვერსია კლარნეტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის. კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: დირიჟორი – ანდრეი ბორეიკო, სოლისტები – პოლინა ოსეტინსკაია (ფორტეპიანო) და იულიან მილკისი (კლარნეტი). საყვირის სოლოს დმიტრი შოსტაკოვჩის კონცერტში შეასრულებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსი ელმირა აივაზიანი (17 წლის).
რეზო გაბრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს