დღეს საბავშვო ევროვიზია გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 19 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე პარიზში რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია გაიმართება, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად გამოვა.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერით „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) წარდგება.
საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა მიმდინარეობს და ნიკო ქაჯაიასთვის ხმის მიცემა შესაძლებელია საქართველოდან და მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
ხმის მიცემა მიმდინარეობს ვებგვერდზე – vote.junioreurovision.tv და შეწყდება 19 დეკემბერს, საბავშვო ევროვიზიის კონცერტის დაწყებამდე, შემდეგ კი, კვლავ განახლდება 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.
საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, ხმა მისცე კიდევ ორი კონკურსანტისთვის არის შესაძლებელი. ხმები განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.
თაგები:
ევროვიზია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს