
ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე ეწვევა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის მაღალი რანგის შეხვედრებს ხვალ გამართავს, მათ შორის ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს გამართავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დერეკ შოლე შეხვედრებზე განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და იმას, თუ როგორ განვითარდეს საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები დემოკრატიული, მშვიდობიანი, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ.
საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრება.
თაგები:
სახელმწიფო დეპარტამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს