Logo

დღეს თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

პოლიტიკა
174
Frontnews image description

უწყვეტი პროტესტიდან ერთი წლის თავზე დღეს თბილისში საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობა 19:00 საათზე თსუ-ის პირველ კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან დაიწყება.

20:00 საათიდან მოქალაქეები პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

დღევანდელ აქცია-მსვლელობას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები - პროფესორ-მასწავლებლებიც შეუერთდებიან.

საქართველოს მასშტაბით პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე აღარ განიხილებოდა, რასაც მოქალაქეების მძაფრი რეაქცია და აქციები მოჰყვა. ამ დროის განმავლობაში - პროტესტის ერთ წელში დააკავეს ათობით მოქალაქე, მათ შორის პოლიტიკოსები, დაშავდნენ როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ისე მედიის წარმომადგენლები.

Advertisement