Logo

“დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოხდება მისი დაკავება, ვმუშაობთ მაქსიმალურად”

საზოგადოება
1037
Frontnews image description

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რომ ბადრი ესებუა დასაკავებელია, თუმცა წინასწარ არ იტყვის, დაკავება მოხდება ხვალ, ზეგ, ერთ საათში თუ მაქსიმუმ ერთ თვეში

"მესმის, რომ დასაკავებელია. მადლობა ბატონო ალეკო, კითხვა ოპერაციის კარგად ჩატარებაზე რომ არ დასვით. იყო ორი მიმართულება – ან უნდა შევსულიყავით და ოპერაცია დაგვეწყო და შეიძლება ადამიანები დაღუპულიყო, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე პრემიერს ავუხსენი, რა ვარიანტები იყო, რაც არც გომელაურის მოგონილია, არც – ღარიბაშვილის და არც გოგა მღებრიშვილის – ეს არის ამერიკული სტანდარტი. მითხრა, არავითარი სისხლისღვრა! დაკავებას ვეცადეთ, როგორ არ ვეცადეთ.

დღეს თუ ხვალ აუცილებლად მოხდება მისი დაკავება. არ ვიტყვი ხვალ დავაკავებთ, ერთ თვეში დავაკავებთ, არ ვიცი როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად. 

აბა წადი და მშვიდობაში მოიხმარე – ასე ხომ არ გავუშვებდით?! ჩვენმა თანამშრომელმა საკუთარი სიცოცხლე გარისკა და მანქანაში ჩაუჯდა. შეგვეძლო ოპერაცია მასთან ერთად ჩაგვეტარებინა, სადაც კიდევ სამი მოქალაქე იჯდა, თუმცა მათი სიცოცხლის გაწირვაც ძალიან სახიფათო იყო, რადგან მანქანაში გახსნილი ხელყუმბარით იჯდა. აქაც ჩავთვალე, რომ შტურმი არ დამეწყო, რადგან ხელყუმბარა რომ აფეთქდება, იქ ვერავინ გადარჩება", – განაცხადა შს მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს პარლამენტში ბადრი ესებუას შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჰკითხა.
 

თაგები:

Advertisement